მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მამუკა ხაზარაძის თქმით ის ამ ვითარებაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავს.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!" - დაწერა ხაზარაძემ