„გვარამიას მიერ დედის გინება მომენატრება თუ კვესიტაძის ისტერიკები“?

„გვარამიას მიერ დედის გინება მომენატრება თუ კვესიტაძის ისტერიკები“?

სოციალურ ქსელში, გიორგი ჩხუბიანიშვილი, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და შემდეგი სახის ჩანაწერს აქვეყნებს:

„დიდი სხვაობაა კრიტიკასა და ლანძღვას შორის. დიდი სხვაობაა ჯანსაღ ჟურნალისტურ კრიტიკულ სიტყვასა და მიშას დანატოვარ „კაკაშკებს“ შორის. რა, გვარამია თუ კვესიტაძე იყვნენ ჩემთვის თავისუფალი სიტყვის მეგზურები? დაბოღმილები! გვარამიას მიერ დედის გინება მომენატრება თუ კვესიტაძის ისტერიკები?

ჩამორჩნენ ცხოვრებას ნანუკებიც, მელაძეებიც, გაბუნიებიც და მათი ჯიშის უზნეო მიშარასტები.

"რუსთავი" მართლა გახდება ნორმალური ტელევიზია, რაფინირებული, დახვეწილი, ობიექტური. მას არაფერი საერთო ექნება ნაცების პარტიულ აჯენდასთან, ისტერიკებსა და მიშას პათოლოგიურ გზავნილებთან. ორი კვირაც და ალბათ დაიწყება ტელევიზიის დალაგება. დიახ, მე მინდა ვიცოდე ცუდი რა ხდება ხელისუფლებაში, რომელიც ხალხის ფულით არსებობს, ვინ იპარავს, რამდენს და როგორ. ვინ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე პირადად აღარ მომწონს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მიმაჩნია, რომ მას ნამდვილი ოპოზიცია არ ჰყოლია მთელი ეს წლები და ამიტომაც მოხდა მისი დეგრადაცია.

მაგრამ მე არც ის დამვიწყებია თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ხელისუფალი - ნაცების რეჟიმისა და მიშას პრეზიდენტობის სახით. ახალი ამბები ესაა პროგრამის პური და არა ნაცების განავალით მაყურებელთა ზომბირება! არ მინდა ამ ცუდ სიტყვაზე დავამთავრო ეს პოსტი და მინდა მხოლოდ მივულოცო „რუსთავს“ სააკაშვილისგან განთავისუფლება, ცივილურ ტელევიზიად გადაქცევა და ვუსურვო მას როგორც ბიზნესს, პირველ რიგში ფინანსური წარმატება, ვალებისგან თავის დაღწევა, ჟურნალისტებს კი პროფესიონალური ზრდა და რაც მთავარია, კრიტიკულად მოაზროვნე მაყურებელთა აუდიტორიის სამსახურში ჩადგომა“! - წერს ჩხუბიანიშვილი.