ყარამანიშვილების დავის საფუძველს ვერ ვხედავ – პაატა სალია

ყარამანიშვილების დავის საფუძველს ვერ ვხედავ – პაატა სალია

ყარამანიშვილების დავის საფუძველს ვერ ვხედავ – “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ვადებში აღსრულდა, რა ვადებშიც უნდა აღსრულებულიყო.

მისი თქმით, ყარამანიშვილების სარჩელს, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის წილების დაჩქარებული წესით დარეგისტრირებას გულისხმობს, საფუძველს მოკლებულია.

„მე არ ვიცი რა სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მსგავს სარჩელს. სასამართლოს გადაწყვეტილება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა. რას ნიშნავს დაჩქარებულად დარეგისტრირება. ერთი დოკუმენტი მაჩვენეთ, სადაც წერია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს.

“თუ ვინმე მიმითითებს ან სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, კი ბატონო ამაზე გვქონდა საუბარი, ერთი თვის მერე კიდევ ამაზე ვსაუბრობთ აზრს მოკლებულია. თუ ექნება საფუძველი მათ სარჩელს, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროა მოპასუხე. მესამე პირად ალბათ ჩვენ უნდა ჩაგვრთონ, რადგან ჩვენთვის შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ჩავერთვებით საქმეში. გავიგებთ რა სამართლებრივი საფუძვლებია.

“ჩვენ ვთვლით, რომ არანაირი საფუძველი ყარამანიშვილებს ედაონ იუსტიციის სამინისტროს, თუ რატომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება ასე ჩქარა, ასე ჩქარა არ ყოფილა, შესრულდა იმ ვადებში რა ვადებშიც უნდა ყოფილიყო,“-ამბობს სალია.