ვინ დაინიშნება “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად?! – მიმდინარეობს მოლაპარაკებები

ვინ დაინიშნება “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად?! – მიმდინარეობს მოლაპარაკებები

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის ნინო შუბლაძესთან, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალია პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ჟურნალისტებსაც ესაუბრა და ამ პოსტზე „ნიუსრუმისთვის მიუღებელი პირი ვერ დაინიშნება”.

შუბლაძის გარდა, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პაატა სალიას არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე პაატა სალიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-დან რამდენიმე თანამშრომელი თავისუფლდება, მათ შორის ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება.