„ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით არის ერთგვარი პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნილი"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საოკუპაციო ზოლთან არსებყული ვიტარებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არავისზე ნაკლებად არ ადარდებთ თითოეული მოქალაქის ბედი, რომელიც უკანონოდ დააკავეს.
თალაკვაძე ოპონენტებზე საუბრისას ამბობს, რომ მათ სურთ ომი:
„ისინი არიან დაკავებული თავის სახელმწიფოს და თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით და აქ არიან ის ადამიანებიც, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, დესტაბილიზაცია და რომლებსაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამით იხეირონ", - განაცხადა თალაკვაძემ.