რუსეთი ოკუპანტია? – კურიერის ჟურნალისტი პრეზიდენტს საცხოვრებელ სახლთან დახვდა

რუსეთი ოკუპანტია? – კურიერის ჟურნალისტი პრეზიდენტს საცხოვრებელ სახლთან დახვდა

კურიერის ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და იქ დაუსვა კითხვები სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კორესპონდენტმა სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ მას ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ადგილზე ჩასვლას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყველაფრის შესახებ გააფრთხილებს, როცა გადაწყვეტს განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა სერიოზულად მუშაობს ადგილობრივთა პრობლემებზე და უშუალოდაც არის ჩართული ამ პროცესში.

საუბრის ბოლოს პრეზიდენტი სამსახურებრივ ავტომობილში ჩაჯდა და კურიერის ჟურნალისტმა კითხვა მიაძახა – “რუსეთი ოკუპანტია?”

სოციალისტი რას ემსახურება "კურიერის" ჯურნალისტთხების მიერ გამუდმებით , ერთი და იგივე შეკითხვის დასმა - "რუსეთი ოკუპანტია"?! რაღა ტქმა უნდა რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას, შესაბამისად "ბორდერიზაციის" პროცესის გააქტიურებას, ეკონომიური და სოციალური სიტუაციის გაუარესებას ანუ ქვეყნისათვის და მისი ხელისუფლებისათვის გადაულახავი პრობლემების შექმნას! ე.ი. ეს ჯურნალისტთხები საქართველოს მტრები, სამშობლოს მოღალატეები არიან და იმსახურებენ სათანადო სასჯელს!
4 წლის უკან
Maverick სოციალისტი, როგორ სასჯელს იმსახურებენ?!

თუ შეიძლება დააკონკრეტეთ...

დილაადრიან, საუზმემდე თუ საუზმისას, "ლანჩ" თაიმზე თუ "ლანჩ"-ისას, შუადღეზე, სადილამდე თუ სადილობისას, საღამოს, ვახშამდე თუ, ვახშმობისას, ძილი წინ, ძილის დროს თუ ახალ ჩაძინებულზე?!
4 წლის უკან
სოციალისტი )))) ასეთი "სასჯელი" მათ მხოლოდ წაახალისებს! სულ მაგის მოლოდინში და ნატვრაში არ არიან?!
4 წლის უკან