ოტავის მერმა აღიარა რომ გეია

ოტავის მერმა აღიარა რომ გეია

ოტავის მერმა ჯიმ უოტსონმა აღიარა, რომ გეია. „ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - წერს პოლიტიკოსი მიკრობლოგში, რომლის ბმულიც მან Twitter-ზე გააზიარა.

63 წლის მერის აღიარება ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოიწონა. ჯასტინ ტრიუდოს თქმით, მამაცი სიტყვები ყველა კანადელს შთააგონებს, იყოს თავისუფალი.

„დიდი მადლობა თქვენი ისტორიის გაზიარებისთვის“, - წერს კომენტარში კანადის პრემიერმინისტრი.