კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო 4000-მდე ადამიანია ევაკუირებული

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო 4000-მდე ადამიანია ევაკუირებული

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო, ერთ-ერთი კუნძულიდან 4000-მდე ადამიანია ევაკუირებული. ხანძარი, რომელიც შაბათს დაიწყო ტყის მასივში ორ ძირითად კერად მძვინვარებს. ამის შესახებ BBC წერს.

10 თვითმფრინავი და ვერტმფრენია ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული, ასევე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს 700 მეხანძრე-მაშველი და 200 სამხედრო მოსამსახურე. ცეცხლის ლოკალიზებას ხელს ძლიერი სიცხე, ქარი და დაბალი ტენიანობა უშლის ხელს.

ცეცხლმა 1700 ჰექტარი უკვე გაანადგურა, ძლიერი ხანძრის გამო გადაკეტილია 11 სამანქანო გზა.