გიბრალტარმა აშშ-ს მოთხოვნის მიუხედავად ირანული ტანკერი არ დააკავა

გიბრალტარმა აშშ-ს მოთხოვნის მიუხედავად ირანული ტანკერი არ დააკავა

გიბრალტარმა უარი განაცხადა აშშ-ის მოთხოვნის შესრულებაზე, დაეკავებინა ირანული ტანკერი Grace 1, რომელსაც ირანიდან სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ირანული ტანკერის Gრაცე 1-ის დაკავების ორდერის გასცა, რომელიც მანამდე გიბრალტარის ხელისუფლებამ გაათავისუფლა, 17 აგვისტოს გასცა.

გიბრალტარის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ვერ შეასრულებდნენ ვაშინგტონის მოთხოვნას, ვინაიდან აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირში არ მოქმედებს.

4 ივლისს ირანული Grace 1 გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით დააკავა. Grace 1-ის დაკავება ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა იყო, რადგან ევროკავშირის სანქციების მიუხედავად ნავთობი სირიაში გადაჰქონდა.

ინციდენტის შემდეგ, ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ირანულმა ნავებმა ბრიტანული ნავთობმზიდის შეფერხება სცადა.