ეკა სილაგაძე:

ეკა სილაგაძე: "ანუ, რომ გაგიჟდე ამ ქვეყანაში, ფსიქიატრიულში გადაყვანაც პრობლემაა?"

ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ხელშია, რასაც უნდა იზამს, არის რეგვენი.

აი ახლა, მაქვს სურვილი, ამის მთქმელ ზურა ჯაფარიძეს დავურეკო და მოვიყვანო ჩემს კორპუსში, სადაც, ასეთი მომხმარებელი, გაუბედურებული ბიჭი, ჯერ სახლს ანგრევდა, მერე მეზობლები ჩარეცხა, აბსოლუტურად შეურაცხადის ხმებს გამოსცემდა (უნდა დავაკონკრეტო ზოგისთვის, ჯაფარას ეს პოსტულატია მიუღებელი, თორემ ნარკოპოლიტიკაზე პასუხისმგებლობა მასზე კი არა, სახელმწიფოზეა და ეს პოლიტიკა აბსოლუტურად მიუღებელი, რეპრესიული და წინდაუხედავია, როცა ამ დრომდე, არ არსებობს კლინიკა და კიდევ ბევრი რამ).

მოვიდა პატრული.. რამდენიმე ეკიპაჟი.

კარი რა თქმა უნდა არ გააღო. პატრულს ამ დროს, უფლება არ აქვს კარი შეანგრიოს მშობლის გარეშე. როგორც იქნა, მშობელი დედა მოვიდა, სხვაგან ცხოვრობს.. აღმოჩნდა, რომ კარი ღია იყო საბოლოოდ და აი აქ დაიწყო რაც დაიწყო. ...

შიშველი გამოვარდა გარეთ... ექვსზე მეტი პატრული, ნათესავი, დედა, აბსოლუტურად უძლურები... ვერ აკავებდნენ.. მიშველეთო ყვიროდა... რისგან მიშველეო, ეს  ძნელი გასაგებია. გამოიძახეს სასწრაფო... სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი. ... გადაყვანას სთხოვდა დედა ფსიქიატრიულში და აქაც, პრობლემაა როგორც ჩანს...

ანუ, რომ გაგიჟდე ამ ქვეყანაში, ფსიქიატრიულში გადაყვანაც პრობლემაა?

მოკლედ, ახლა ვდგავარ და არ ვიცი როგორ დავასუფთავო აბსოლუტურად სისხლში ამოთხვრილი სადარბაზო. სისხლი უსვია ყველაფერს....

კარგი, ამასაც ეშველება, მაგრამ ამ პრობლემას რა ეშველება? ნარკოპოლიტიკის შედეგებს ვიმკით და არავინაა პასუხისმგებელი.

პატრულის, სასწრაფოს, სახელმწიფოს როლზე ზევით, ასეა თუ ისე ვთქვი სათქმელი. ახლა, 4:11 საათია ღამის - წერსსოციალურ ქსელში ნინო სილაგაძე 

სოციალისტი ამის საჭიროება არ არის, სად უნდა გადაგიყვანონ როცა მთელი ქვეყანა საგიჟეთია?! აგერ ერთი მაგალითი, კაცი პასუხისგებაშია მიცემული, გამოძიება მიმდინარეობს მრავლობით სამეურნეო, კრიმინალურ დანაშაულზე, გვარამიაზე გეუბნებით, ჰოდა გირაოთი გამოშვებული კაცი ახალ ტელევიზიას აფუძნებს სახელით "მთავარი არხი" (ვითომ ტვ პირველი არ გვეყოფოდა) და აანონსებს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს და ყოველივე ქართულის, მათ შორის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიიის, რწმენის საწინააღმდეგო ქმედებებს, პრპოპაგანდას, ტყუილს ...?! საგიჟეთია აბა რაა?!
4 წლის უკან