"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
"გასუსულია საქართველოს ხელისუფლება, გასუსულია იმიტომ, რომ ეს არის სწორედ მათი ხაზი - ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს. მეორე, როდესაც ახლა აგვისტოს ომის წლისთავზე, საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ გზავნილებს, რომელიც პირდაპირ არის რუსული პროპაგანდის გზავნილები 2008 ომის თაობაზე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ხელისუფლებამ ან საერთაშორისო ასპარესზე მოახერხოს შესაბამისი მობილიზება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად გვჭირდება, ან ადგილზე გადადგას რაიმე შესაბამისი სწორი ნაბიჯები. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოს მართავს ქართული წარმომავლობის რუსი ოლიგარქი და მისი პოლიტიკური ძალა, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია და რეალურად ქვეყანაში ახორციელებს საკუთარი პოლიტიკით რუსულ ოცნებებს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს.