„მოკლედ, არსებობს ასეთი პროფესია - მოხმაურე”

„მოკლედ, არსებობს ასეთი პროფესია - მოხმაურე”

ნინო გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ზედიზედ ორი სიუჟეტი იყო "კურიერში":

"ხმაური იყო თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე..."

მოკლედ, ხმაური გამოიწვია ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის ზღვაში რაღაცები ჩაედინება, ავალ ზღვაზე და მილებს გადავკეტავო, თბილისი ბინძურ წყალს სვამსო. არწმუნებდნენ, ეგრე არ არისო, წყალკანალმაც გაავრცელა განცხადება, ქალაქს სუფთა წყალი მიეწოდება, მაგრამ ხაბეიშვილი ვერ დარწმუნდა.

ეს სიუჟეტი დამთავრდა და იქვე დაიწყო მეორე: "ხმაური იყო სარევიზიო კომისიის სხდომაზეც...", ისევ ხაბეიშვილი ხმაურობდა :)))) ანუ, გამოვიდა ერთი კომისიიდან, შევიდა მეორეში და ააყვირა:))

მოკლედ, არსებობს ასეთი პროფესია - მოხმაურე.

და გვყავს პროფესიონალი მოხმაურე, სწორუპოვარი მოხმაურე - ლევან ხაბეიშვილი. ჩამოუვლის კომისიებს, იხმაურებს, აახმაურებს, შეუგდებს ხმაურის ხლოპუშკებს, გამოიხურავს კარებს, სანამ ისინი თავს იმართლებენ და განცხადებებს აკეთებენ, ეს უკვე ქუჩაშია, იქ ხმაურობს, მერე ავა თბილისის ზღვაზე, ჩავა მეტროს გვირაბში, გადაფრინდება ბეშუმში, გარდახდება მარტყოფს, ან დიდგორს შემოიმტკიცებს, მიიხმაურებს, მოიხმაურებს და საღამოზე დაიძინებს წყნარად:)

რა ვიცი, წყნარად კი?

სათქმელად ადვილია.

ვინ იცის, ძილშიც ხმაური ესიზმრება

ან მომავალი დღის ხმაურებს გეგმავს.

Maverick უკაცრაბვად ნინო.

მოხმაურე არა, მაგრამ ხრიგინა უფრო შეესატყვისება.

გაიხსენეთ, რას შვრება ცარიელი კასრი?!

და, საერთოდ ყველა ნაცმოს ბელადი, წევრი, გადაკრასკული, გაყოფილი, გამოყოფილი, დახურდავებული, თუ ხურდას გადაყოლილი, შეფარული, შეუფარავი 0%.ნი პარტიები, მათი "უბერებელი" დაქლიავებული ლიდერები, სატელიტი ასო-ები არიან ხრიგინა ცარიელი კასრები!
4 წლის უკან