გია აბაშიძე:  სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი

გია აბაშიძე:  სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი" არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

 სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი" არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ამერიკული „კონტი ჯგუფი" ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა. "არცა შიოლა ყოფილა?"

სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი" არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში.

რა გამოვიდა? ხაზარაძემ წინასწარ იცოდა, რომ ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაგრამ მაინც გააფორმა. ალბათ, რაღაც გეგმა ჰქონდა და იმედი, რომ ამ გეგმით შედეგს დადებდა. სანამ ტენდერით მოთხოვნილი გამოცდილი პარტნიორის შემოყვანას მოახერხებდა, დახარჯა ცოტა ფული, პარალელურად ელაპარაკებოდა ბანკებს პროექტის დაფინანსებაზე, მაგრამ ვერ დაარწმუნა ისინი. როგორც ჩანს, ბანკებმა ვერც ძლიერი პარტნიორი დაინახეს პროექტში და ვერც იმაში დარწმუნდნენ, რომ ხაზარაძის კონსორციუმი პორტის ოპერირებას შეძლებდა. შესაბამისად, ბანკებმა მოითხოვეს გარანტიები. და ხაზარაძე რა გარანტიებს მისცემდა? ამიტომ, მიადგნენ ისევ სახელმწიფოს.

სახელმწიფოსგან ხაზარაძეს ჰქონდა ყველანაირი ხელშეწყობა. თუ არ ვცდები, 7-ჯერ გადაუვადეს მშენებლობის დაწყების ვადა, არც ჯარიმები გადაახდევინეს.

ახლა კი სახელმწიფოს თხოვენ აბსოლუტურად ყველა რისკის საკუთარ თავზე აღებას.

გამოდის, რომ თუ ხაზარაძემ პორტი ვერ აამუშავა, ის ფული, რაც ხაზარაძეს მივეცით, სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს.

და მავანნი ამბობენ, რომ სახელმწიფო ტყუის, როდესაც უარს ამბობს ამ პირობაზე? იქნებ არ მესმის და ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა დაუდგეს ისევ სახელმწიფო ხაზარაძეს გვერდზე და ხალხისგან ამოღებული ფული რატომ უნდა გადაუხადოს ხაზარაძის მევალეებს?

სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები თუნდაც ანაკლიის პორტის გამო? რატომ უნდა გარისკოს ასე? უამრავ და მათ შორის მილიარდიან პროექტებს მართავს სახელმწიფო. თანაც პარტნიორებად ამ პროექტებში ზუსტად ეს ბანკები ჰყავს და თვითონ გამოართმევს ფულს, თვითონ იქნება გარანტორიც და თავად ააშენებს ამ პორტსაც.

არ არის ეს ლოგიკური? თუ მაინცდამაინც ხაზარაძე უნდა გავამდიდროთ?

ძალიან საწყენია ის, რომ ხალხს ხელის გულზე დადებული ფაქტების არ სჯერა და შავი ზღვის წყალქვეშ მცურავი პუტინი ადვილად დაიჯერა. სანამ ხაზარაძე და მისი სიტუაციური მოკავშირენი ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილებით ხალხის აზრის ფორმირებას ახერხებენ არაფერი გვეშველება. მაშინ გვჯეროდეს ზღვაში ჩაბუდებული წითელი არმიის და ამასობაში ხაზარაძე ჩვენი ფულით დაზღვეული პორტიდან მიღებულ მოგებას ჯიბეში ჩაიდებს. მერე მოვა და ამ ფულს გვასესხებს. არც თუ ისე დაბალ პროცენტში...

thrgg@yahoo.com სად არის ყველაფრის ექსპერტი ხუხაშვილი?!...რაღაც არ ჩანს, მისი პროგნოზი ბლეფი აღმოჩნდა:(:(((
4 წლის უკან