ლადო ბოჟაძე:  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც! 

ლადო ბოჟაძე:  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც! 

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც! - წერს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფის" გავიდა. სამწუხაროა რომ კონსორციუმმა ვერ მოახერხა მისი ტენდერში გამარჯვების მთავარი მიზეზის, ამ სფეროში ყველაზე გამცდილი და წარმატებული კომპანიის, პარტნიორად შენარჩუნება. პრობლემების არსებობდა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დადასტურდა როცა "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმედია 2019 წლის 15 ოქტომბრამდე შეასრულებენ, ჯერ კიდევ 2016 წელს აღუბულ ვალდებულებს მოიზიდონ პორტის მშენებლობისთვის აუცილებელი 520 მილიონი დოლარი. თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ვერ შეასრულებს აღებულ ვალდებულებს, მაშინ პორტი სახელმწიფომ უნდა ააშენოს.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!