ლევან ნიკოლეიშვილი:  როგორც იქნა აღიარეს, რომ

ლევან ნიკოლეიშვილი:  როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში 

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონსორციუმის ქმედებებში ბევრი ეჭვი ჩნდება - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში

გახსოვთ მიშა რომ გვაბოლებდა ტრამპი ბათუმში ინვესტიციას დებსო და სინამდვილეში რომ აღმოჩნდა ტრაპმის სახელი ჰქონდა ნაყიდი ქართულ კომპანიას, რომელსაც მერე თავის აშენებულ შენობას დააწერდა? ის სქემა ყოფილა ამერიკული „კონტი ჯგუფის" ანაკლიის პორტის პროექტში. ჯერ ამოგვიყვანეს ყელში კონტი ჯგუფი არს ჩვენთან და როგორ თუ ჩვენ პორტს ვერ ავაშენებთო. როგორც იქნა აღიარეს, რომ კონტი რეალურად არც ყოფილა პროექტში. ფუფალა გამახსენდა „ნატვრის ხედან" – „არცა შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონეო" რომ ამბობს. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონსორციუმის ქმედებებში ბევრი ეჭვი ჩნდება. სამწუხაროდ კონტის ჯგუფის გასვლა, ამის შესახებ გვიანი განცხადება ამ ეჭვს კიდევ აძლიერებს. სახელმწიფო, ადრეც და ახლაც ადასტურებს თავის მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. კონსორციუმი კი თავის ქმედებებით თითქოსდა ხელისშემლელად იქცა პროექტის განხორციელებაში.