ჩუღურეთის რაიონში, კიევის N1-ში, 500 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალურ ეზოში ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, 2019 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალარინების სისტემა შეიცვალა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჰაი ვეი“ ასრულებს და მისი ღირებულება 15 000 ლარია. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები 27 მისამართზე უკვე დასრულდა.