მსახიობი თემურ გვალია “იმედი”-ს ჟურნალისტებს მიმართავს

მსახიობი თემურ გვალია “იმედი”-ს ჟურნალისტებს მიმართავს

მსახიობი თემურ გვალია ტელეკომპანია იმედის იმ ჟურნალისტებს მიმართავს, რომლებმაც აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის შესახებ ფეისბუქ-ფლეშმობი მოაწყეს და საერთო ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც ეწერა, რომ არ იზიარებენ ფილმის შინაარსს.

“ოჯახის წევრები, ოჯახში უთანხმოების დროს ერთმანეთს “ფლეშმობებს” კი არ უწყობენ, არამედ ოჯახშივე წვეტენ პრობლემებს!  ასეა ეს და არ მინდა ახლა ბოლომდე დავწერო ჩემი მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით.. ისევ იმ ჩემს ბევრ “ფლეშმობელ” ახლობელს ვუფრთხილდები. არ მინდა ურთიერთობები გავაფუჭო…. მაგრამ ართქმაც, დანაშაულად მიმაჩნია მე…  ასე “ნილზია” მეგობრებო..” – წერს თემო გვალია.