ჩერგოლეიშვილი:

ჩერგოლეიშვილი: "უგულავამ გადაწყვიტოს ეგრე სად არის? იქ სხვებიც არიან…"

“ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ბოკერიას თანამებრძოლ გიგი უგულავას ინიციატივაზე ემოციები ვერ დამალა:

გადაცემის წამყვანის კითხვაზე - გიგი უგულავამ არ გამორიცხა “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციის გაკეთება იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის დასამარცხებლად 3-4% დააკლდებათ და ირმა ინაშვილის პარტია თანახმა იქნება კოალიციაში შესვლაზე. ჩერგოლეიშვილის პასუხი ასეთია:

“კატეგორიულად არ ვეთანხმები უგულავას. როგორც ჩანს, არ იფიქრა და ისე თქვა ეგეთი რაღაცა. ეგრე სად არის უგულავამ გადაწყვიტოს, იქ სხვა ხალხიც არის იმ პარტიაში და იმათ არ ეკითხება? არ იფიქრა ალბათ და ისე თქვა, რომ ეფიქრა ასეთ რაღაცას არ იტყოდა.

გამიკვირდა. სულ სიურპრიზებს მახვედრებს ხოლმე ეთერში ეგ კაცი, საოცარ სიურპრიზებს მახვედრებს”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

სოციალისტი მე იმ "პატრიოტთა ალიანსის" დედა ვატირე რომელიც თქვენთან ალიანსს დათანხმდება, თვე ჭუჭყიანებო თქვენა!!! უკვე აღარ იცით რას ბოდავთ, რას ბჟუტურებთ?! ეს ყველა თქვენგანს გეხებათ და საერთოდ მოლიბერასტო ელემენტებს!
5 წლის უკან