„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, სადაც აგვისტოს ომზე საუბრობს.
თამარ ჩერგოლეიშვილი დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილს მინიმალური პოლიტიკური ინსტიქტიც აღარ შერჩა და მისი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება.
“ვერ ხვდება რომ ზურგის ქარი აქვს ამ თემას მის სასარგებლოდ. დგას, მაინც იფურთხება და ილანძღება მოქალაქეების მისამართით. შენს მხარესაა ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრი - მორჩი წყევლა კრულვას! ლიდერშიფი კი არა, მინიმალური პოლიტიკური ინსტიქტიც აღარ შერჩა. ამის ხელისუფლებაში დაბრუნება როგორ შეიძლება”, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.