ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2012 წლის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კობი-გუდაურის გზისა და გვირაბის მშენებლობას დიდი ზარ-ზეიმით გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა კობი-გუდაურის პროექტზე განცხადება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ პროექტი პუტინის დაკვეთაა. მისი თქმით ეს გზა იქნება პირდაპირი სამხედრო გზა რუსეთისთვის თბილისის ასაღებად.
ბონდო მძინარაშვილის პოსტი:
წაიკითხეთ, რას ამბობდა გარეწარი სააკაშვილი კობი-გუდაურის გზის და გვირაბის მშენებლობაზე 2012 წლის აპრილში.
ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” გამოაქვეყნა 7 წლის წინ.
მიხეილ სააკაშვილი იმ პროექტის განხორციელებას აპირებს, რასაც კომუნისტები 1970-ან წლებში აპირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვეს.
საუბარია საქართველოს სამხედრო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობაზე, რაზეც პრეზიდენტმა გუშინ, 9 აპრილს ყაზბეგში ვიზიტის დროს ისაუბრა:
“ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ხელისუფლების ცნობით, გვირაბი დაიწყება გუდაურის ყველაზე რთულ ამოსახვევამდე და კობში დასრულდება (დაახლოებით, 9,5 კილომეტრი), რაც წლის ნებისმიერ დროს გაამარტივებს მიმოსვლას თბილისი-ყაზბეგის გზაზე. დღესდღეობით კი გზის ეს მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება, რაც პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ გზით სარგებლობენ.
სამხედრო გზის ამ მონაკვეთზე გვირაბის აშენების ინიციატივა ჯერ კიდევ კომუნისტებს ჰქონდათ 1970-ან წლებში, თუმცა საბოლოოდ უარი თქვეს ამ ინიციატივაზე.
მლეთა-კობის საავტომობილო გვირაბის აშენებაზე საუბარი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც განახლდა ხელისუფლების მხრიდან (1997 წელს), მაგრამ მისი განხორციელება ვერც შევარდნაძის მთავრობამ მოახერხა.
ამჯერად აღნიშნული პროექტის განხორციელებას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გეგმავს.
გვირაბის აშენების სრული ღირებულება უცნობია, თუმცა მიმდინარე წელს ბიუეჯტში ამისთვის უკვე არის 10 მლნ ლარი გათვალისწინებული: აქედან 2 მლნ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო 8 მლნ “აზიის განვითარების ბანკის” კრედიტია. პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ განახორციელებს. – წერს ბონდო მძინარაშვილი
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.
ქოც-ნების პარლამენტს და მთავრობას შეკითხვა: ბონდო მძინარაშვილი რომ არ გყავდეთ და შპარგალკერბს არ გაძლევდეთ, თქვენ ამ ქვეყნის "მსახურები", "ბატონ-პატრონები", "მამა-მარჩენალები" და ხალხის "სამსახურში დღე და ღამ თვალმოუხუჭავი მოღვაწეები" გაზეთს არ კითხულობთ?! ან თქვენი მრჩეველები, გუნდი, აპარატი არიან ამ ქვეყნად, თუ მთვარედან გყავთ ჩამოყვანილი?!