ასე რომ ნამდვილი აბანოა დღეს ქართულ პოლიტიკაში. აბანო, სადაც თეთრი და შავი კარგად ჩანს -წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.
ყოველგვარი პოეტურ-ფილოსოფიურ-ნაცურ-ლიბერალული შესავლის გარეშე ვიტყვი, რომ იმედის ეთერით გასული ფილმის მთავარი ხაზი არის "სხვის დაწყებულ ომს ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ"!
"სამშობლოს კეთილდღეობაზე" განსაკუთრებულად "დამაშვრალი" ლიბერალების გასაგონად გაიმეორებ - სხვის დაწყებულ ომს ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ და ავუხსნი, რომ ის "სხვა" არის პუტინი, მიHა და მისი ბანდა. აი ეს "ბრიგადა" და არა საქართველო (ახლა არ დამიწყოთ პოლიტოლოგიური წიაღსვლები - მაშინ მიHა და საქართველო ერთ" სუბიექტს" წარმოადგენდნენო).
ერთ იმ ცნობილ შეგონებასაც დავამატებ, რომელიც მრავალნაცადი ქალბატონებისგან ხშირად გვსმენია - ცხოვრებაში რამდენი კაციც არ უნდა გამოიცვალო, ის ვისთანაც პირველად იშიშმატე, მუდამ შენს გულში იქნებაო.
უამრავჯერ დამიწერია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იმედის ბევრ თანამშრომელს დღესაც რ2-ის "თავისუფალი ჟურნალისტიკა" და უფრო სწორად, ის პოპულარობა ესიზმრება, რაც კურიერის თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ (თუ როგორია ის "პოპულარობა" ამას არაფრად დაგიდევენ).
ასე რომ ნამდვილი აბანოა დღეს ქართულ პოლიტიკაში. აბანო, სადაც თეთრი და შავი კარგად ჩანს