მიხეილ სააკაშვილის განცხადება “იმედის” ეთერში გასულ ფილმზე

 მიხეილ სააკაშვილის განცხადება “იმედის” ეთერში გასულ ფილმზე

„ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, გათვლილი არის კლინიკურ იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე“, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ ფილმს ეხმიანება. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ფილმი პირდაპირ რუსული დავალებაა.

„მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ, რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები, რაც არაერთხელ მომიყოლია. მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, გათვლილი არის კლინიკურ იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე.

2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ იყო გამოსვლები, მე გადავდექი და ახალი არჩევნები მოვიგეთ, რამდენიმე თვეში კი მოვიგეთ უზარამაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა.“ – ამბობს სააკაშვილი.

 

Maverick კი,კი "მოიგეთ", აბააააააააააააა!

გრეჩიხამ ჩაგხადათ, მაგრამ გოგორიშვილის ნიფხავმა, სომხურმა კარუსემა და (მკვდარმა), მიცვალებულმა სულებმა გიშველათ, მაგრამ საბოლოოდ ამ მიცვალებულმა სულებმა გამოგიძახათ და პოლიტიკურ სამარეში ჩაგათრიათ ყალბის ქმნაში მათი გამოყენებისთვის.
5 წლის უკან