დედაქალაქში ყოველდღიურად დევნილთა შეჭრის მინიმუმ ერთი შემთხვევა ფიქსირდება. ათობით ობიექტზე თვითნებურად შესულები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. პარალელურად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების დაკავება დაიწყეს სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა. დევნილთა ახალი მინისტრი დავით დარახველიძე ამბობს, რომ სპეციალური გეგმა მუშავდება, რომელიც ფართების პრობლემას მოაგვარებს. მიუხედავად ამისა დევნილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ობიექტებზე შეჭრას კვლავ განაგრძობენ.