„ქართულმა არტილერიამ ცხინვალი დაბომბა, როცა იქ ხალხი იყო ეს ნათლად წერია ტალიავინის დასკვნაში“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა „პოსტვ“ ანალიტიკაში განაცხადა. ჟურნალისტის ამ ვიდეოს გამოქვეყნებას საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. დღეს კი რამიშვილმა სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს უპასუხა, რომლებმაც მას მისი თქმით, შეურაცხყოფა მიაყენა.
„გუშინ გადავიღე ვიდეო რუსეთ-საქართველოს ომზე. დავდე „პოსტვ" ანალიტიკაზე. მაგინებლების უზარმაზარი არმია შემომივარდა. მკვდარ-ცოცხალი არ დამიტოვეს. ცემითაც დამემუქრნენ. გამკიცხეს და გამთათხეს, სამარცხვინო ბოძზე გამაკრეს. მოღალატე, პუტინის მონა და ბიძინას შნირი მიწოდეს...
არადა, მე მხოლოდ შოთა დიღმელაშვილის სტატუსი წავიკითხე აგვისტოს ომის შესახებ რომ დაწერა 2012 წელს. მძიმეც არ მიმიმატებია იმ ტექსტისთვის. ასე განსაჯეთ, სადაც უხამსად შეიგინა, ისიც კი გავიმეორე, რომ ორიგინალიდან არ გადამეხვია.
დღეს კიდევ ერთ ვიდეოს ვწერ სადაც ამას მოვყვები. მაგრამ ზუსტად ვიცი - ეს მჟავე პატრიოტები ისევ მე მომდგებიან და არა დიღმელაშვილს. იმას ამ „კოლაბორაციონისტულ ტექსტს“ გაუტარებენ.
მერე რა რომ ქვეყნის „მთავარი ანტისაოკუპაციო აქციის“ სულის ჩამდგმელის სიტყვები გავიმეორე... მერე რა რომ ყველა გინება და ლანძღვა, რაც ჩემი მისამართით გამოისროლეს, დიღმელაშვილს ეკუთვნის როგორც ტექსტის ავტორს. მაინც მე ვარ „ოკუპანტის მსახური“!
ცხადია ეს ხალხი მიშისტური ჯადოს ქვეშ იმყოფება. ზოგს არც მოსმენილის შინაარსი აინტერესებს, არც არგუმენტებით კამათი სურს. რუსეთი ოკუპანტიას ძახილი საკუთარი თავის მნიშვნელოვნებას უზრდის. ამას რო ყვირის ვიღაც ჩმორი კი არა - მსოფლიო ბოროტებასთან მებრძოლი რაინდი ჰგონია თავი.
არიან სხვანიც: „მიშისტი ლიბერალების“ ბულინგისა რომ ეშინიათ - „იმედის“ ჟურნალისტური სასტავისა არ იყოს.
მაგრამ არიან ჩემნაირები, რომლებსაც ძალიან ღრმად ჰკიდიათ რას იტყვიან მათზე 9 ნომერი ქაჯი ჯანგო და ცუანა ჰიპსტერი გვარამია“ - წერს რამიშვილი.