“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა, “რუსთავი2”-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას განუცხადა, რომ მთელი რესპუბლიკური პარტია, პოზიციურად მის მხარეს არის. ეს კომენტარი ბერძენიშვილმა თამარ კორძაიას პოსტზე დაწერა, როდესაც არხის მოქმედი დირექტორის, პაატა სალიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის არის მისი ბიძაშვილი და კატეგორიულად მიუღებელია მისი ლანძღვა-გინება.