იამზე ასანიშვილი:  სანამ ვიღაცის უკაცრავად და,შიშველი უკანალი არ მოგვაფარეს ცხვირზე, არ შევიმჩნიეთ

იამზე ასანიშვილი: სანამ ვიღაცის უკაცრავად და,შიშველი უკანალი არ მოგვაფარეს ცხვირზე, არ შევიმჩნიეთ

სოციალური ქსელის მომხმარებელი იამზე ასანიშვილის პოსტი:

ძალიან ცუდი და არაპოპულარული რამ უნდა ვთქვა - ის, რაც „იმედმა“ აჩვენა, ვინმესთვის ახალი იყო, ვინმემ პირველად გაიგო, არც არანაირი კადრი არ გვინახავს აქამდე, არც დასკვნების შესახებ ვიცოდით რამე, თუ რა ამბავი ატყდა ერთი თუ მეორე მხრიდან.

2012 წელი გამახსენა ამ ამბავმა - ციხის კადრები რომ გამომზეურდა და დაიძრა სრულიად „სამყარო“. მეორე დღეს ერთმანეთს ეკეკლუცებოდა ხალხი - გულის შეტევა დამემართა, წნევამ ამიწიაო. რაო, არ ვიცოდით? ვიცოდით, არ თქვას ვინმემ,არ ვიცოდიო, მაგრამ სანამ ვიღაცის უკაცრავად და,შიშველი უკანალი არ მოგვაფარეს ცხვირზე, არ შევიმჩნიეთ „ხორცი ტკბილიას“ პრინციპით.

ასე იყო და იგივეა დღეს. ყველა დეტალი ვიცოდით და არაფერი ახალი არ უთქვამს „იმედს“, მაგრამ ასე შიშველი ამბები ნამეტანი მოქმედებს ჩვენს ფაქიზ მგრძნობელობაზე, ხო?

იმათ რა აგიჟებთ, გავიგე, მაგრამ შენ, ხელისუფლება რომ ხარ და ამდენი წელია, მე მიხსნი და მასწავლი ნაცი რა უბედურებაა, სადაური წესია. მე დიდი ხანია, ვიცი და მაშინვე რომ ვიცოდი, ამ ცოდნის დამსახურებაა, ამიტომ ხარ შენ ხელისუფლებაში.

ჰოდა, კეთილი ინებე და, ან მომაშორე ეს ჭირი, ან მოეშვი, თუ ამის თავი არა გაქვს და იქნებ მე თვითონ მოვიშორო.

და კიდევ ერთი - 2012 წლის 23 სექტემბერს, იმ კადრებმა ეს ამონარიდი გამახსენა და აქ დავდე_

„კლასიონ კვიმსაძე! - სიჩუმე დაარღვია დათა თუთაშხიამ - შენ რომ გვთავაზობ, მასეთი გზებით გამარჯვებული რევოლუციის დროშაზე კაკალაშვილი და დარდაკა უნდა იყოს ოქროს ძაფით ამოქარგული, ასე ვფიქრობ მე... “