დავით ზარდიაშვილი: სააკაშვილის კორპორაციას არათუ არაფერი წაუგია, არამედ პირიქით - გაიხანგრძლივა კიდეც საკუთარი არსებობა!

დავით ზარდიაშვილი: სააკაშვილის კორპორაციას არათუ არაფერი წაუგია, არამედ პირიქით - გაიხანგრძლივა კიდეც საკუთარი არსებობა!

სააკაშვილის კორპორაციას არათუ არაფერი წაუგია, არამედ პირიქით - გაიხანგრძლივა კიდეც საკუთარი არსებობა! -წერს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილისოციალურ ქსელში:

აგვისტოს ომის შესახებ "იმედზე" გასული ფილმი სააკაშვილის რეჟიმის ქმედებათა სრულიად ობიექტური შეფასებაა; მთავარი თეზისი, დედააზრი იმ ფილმისა უდავოა: სააკაშვილის კორპორაციამ, რომელიც მხოლოდ საკუთარი სარგებლის ინტერესებით მოქმედებდა, აგვისტოს ომში ქვეყნის ეროვნული ინტერესები დადო ფსონად და ეს ინტერესები გაწირა წინასწარ უკვე წაგებულ ომში. . ქვეყანა კატასტროფულად დამარცხდა, მაგრამ სააკაშვილის კორპორაციას არათუ არაფერი წაუგია, არამედ პირიქით - გაიხანგრძლივა კიდეც საკუთარი არსებობა! განსაკუთრებით სავალალოა, რომ მას სურს ამ ომის ობიექტური შეფასება დღესაც მოღალატეობრივ პოზიციად მოგვაჩვენოს და ამით, კვლავაც საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოზე ოიკოფობიური შეტევა მიიტანოს, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახოს!

...ამ ფილმით აღშფოთება და მოუთოკავი ემოციებით გაჯერებული მისი ე.წ. კრიტიკა სწორედ იმას გავს, როცა თემურ ჩხეიძის მიერ "ჯაყოს ხიზნების" სატელევიზო ინსცენირებას ესხმოდნენ თავს შორეულ 70-იანებში; მაშინ აკაკი ბაქრაძემ თქვა, როგორც ჩვეოდა - ბასრად, პირადაპირ და ზუსტად, სათქმელი: "ამ დადგმის მიზანი მიღწეულია, რადგან მთელი საზოგადოებრიობის ამხელა რისხვა გამოიწვია, ოღონდ უნდა აღშფოთდეთ არა რეჟისორზე და მსახიობებზე, არამედ იმ საარაკო საშინელებაზე, რაც იმ დადგმაში ნახეთ, რაც საქართველოში რეალურად მოხდა და რაც დღეასც გრძელდებაო!"

მაშინ პირადად ჩემთვის სწორედ ეს - კაკო ბაქრაძის მაშინდელი სიტყვები გახდა საფუძველი, რომ მწარე რეალობა აღმომეჩინა და კარგადაც დამენახა;

აქაც სწორედ ასეა: ფილმმა მიზანს მიაღწია - დიახ, რაც იქ ვნახეთ აღმაშფოთებელიცაა, საშინელიც და სრულიად სამართლიანად ყოველი ქართველის რისხვას იწვევს!. მაგრამ რაც მაშინ, აგვისტოში მოხდა და ვინც ეს ჩაიდინა, უარესიც - საშუალება რომ ქონდეს, იგივეს გაიმეორებს, ოღონდ თავად სარგებელი ნახოს, იმაზე უნდა აღვშფოთდეთ, იგი იმასხურებს ქართველი ერის რისხვას და ცხადია არა ის, ვინც ეს კიდევ ერთხელ ისე დაგვანახა, როგორც სინამდვილეში მოხდა!

განა მიხეილ ჯავახიშვილი მოღალატე გახლდათ, როცა საუკუნის ყველაზე მართალ ნაწარმოებს -"ჯაყოს ხიზნებს" წერდა? ან თემურ ჩხეიძე იყო მოღალატე, როცა ის დადგა?!

მაშ რატომაა ლალიაშვილი ანდაც ამ ფილმის რომელიმე ავტორი მოღალატე?! რახან საშინელება, ეროვნული კატასტროფა და ღალატი გვაჩვენა ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო, იმიტომ?!

თამაზი ყოჩაღ ბატონო ნიკა
5 წლის უკან