დიდი არეულობა “იმედში“ ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტებს განუდგა და ლალიაშვილის მხარეს დადგა?

დიდი არეულობა “იმედში“ ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტებს განუდგა და ლალიაშვილის მხარეს დადგა?

ტვ „იმედში“ დიდი არეულობაა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც არხის ეთერში აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი გავიდა, სადაც რუსული ნარატივი იყო გატარებული და ასევე, პირდაპირ იყო ხაზგასმული, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. ამ ფილმს ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. საბოლოოდ, ფილმზე პასუხისმგებლობა „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშილმა აიღო და თქვა, რომ აღნიშნული რეპორტაჟი მისი პროდიუსერობით მომზადდა.

დღეს, დილიდან, „იმედის“ ჟურნალისტები, ლალიაშვილის ამ პოზიციას გაემიჯნენ და ყველა მათგანმა სოციალურ ქსელში ერთდროულად გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი:

„მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ეს განცხადება გაავრცელეს არხის სახეებმა - ნანა ლეჟავამ და თეონა გეგელიამაც, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მართალია, „ქრონიკაში“ აღარ მუშაობენ, მაგრამ „იმედზე“ რჩებიან და მათთვის იმ ხაზის გატარება, რომელიც ფილმში იყო, მიუღებელია.

გავრცელებული ინფორმაცით, სანამ ჟრნალისტები ზემოხსენებულ განცხადებას გაავრცელებდნენ, ანუ  გუშინ, საღამოს, „იმედში“ გაფართოებული თათბირი გაიმართა. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, არხის ჟურნალისტები ნიკა ლალიაშვილს შეხვდნენ და მისგან მოითხოვეს პასუხი, თუ რატომ მოხდა ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება.

ჟრნალისტებს ლალიაშვილთნ საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონიათ, თუმცა ერთადერთი, ვინც გენერალური დირექტორის მოადგილის მხარეს დადგა და მის პოზიციებს იცავდა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ირაკლი ჩიხლაძე იყო.

შეგახსენებთ: ჩიხლაძეს ბოლო დრომდე „იმედზე“ ორი გადაცემა - „იმედის კვირა“ და „პირისპირ“ მიჰყავდა.

ცოტა ხნის წინ კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, „იმედის“ ჟურნალისტებმა საპროტესტო განცხადება მაინც გაავრცელეს და ახლა მათ, როგორც შიგნიდან ამბობენ, პრეტენზიები მარტო ლალიაშვილთან კი არა, უკვე ჩიხლაძესთნაც აქვთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედიაგუნდი ჩიხლაძეს ემიჯნება, ანუ კონფიდენციალური ინფორმაციით, ჩიხლაძე გადაცემის ყველა ტექსტს ლალიაშვილთან ათანხმებდა, რის გამოც მას კოლეგები მწვავედ უპირისპირდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო განცხადება ირაკლი ჩიხლაძეს სოციალური ქსელით არ გაუვრცელებია.

Maverick ვერ გამიგია რატომ არ უნდა ქონდეს ადამიანს ჭურანალისტებისგან, ფსევდო ოპოზიციისაგან განსხვავებული შეხედულებები და აზრები, რატომ ზღუდავენ თვითგამოხატვის საშუალებას, ეს ხომ ცენზურას ნისნავს, მოგვაშორეთ ეგ ცენზორები, ნუ გვინაგვიანებთ მაგ დედა, თუ უკნიდან აფეთქებულების დიქტატით, მოგვეცით თავისუფლად აზროვნების საშუალება, ნუ გვიზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას!
5 წლის უკან
არაგველი641 იქნებ ცოტა ხალხსაც კითხოთ აზრი? ის, თუ "ვინ დაიწყო ომი" ნაცბოზბანდის შემოგდებული "ლოზუნგია" და არაფერი საერთო არა აქვს სინამდვილესთან. სინამდვილე კი ის არის, რომ მაგ ომის მთავარსარდალი იყო ქვეყნის მოღალატე და ტერიტორიების 20% გადასცა რუსებს! უნდა დაისაჯოს მოღალატეები და არა ის: "ვინ დაიწყო ომი"(ომი ვინც დაიწყო ყველამ ვიცით და ეგ არაა საინტერესო).
5 წლის უკან