ოქტომბერში სამთავრობო კარუსელი დატრიალდება. საქართველოს პარლამენტს არჩილ თალაკვაძის თავჯდომარეობით, სავარაუდოდ, ახალი სამთავრობო გუნდისთვის მოუწევს ნდობის გამოცხადება. პოლიტიკურ კულუარებში მათ შორის სამთავრობო კულუატებში და მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია მოქმედი მაღალჩინოსნების და მათი სავარაუდო შემცვლელების შესახებ.
“2020NEWS“- ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა, რომ ყველაზე რეალური კანდიდატურა, ვინც პრემიერ მამუკა ბახტაძის შემცვლელად განიხილება, ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძეა.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მედიასთან არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.
„ვინ დაიკავებს ამა თუ იმ თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროგრამა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს. ჩვენ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რომელიც გვაქვს, მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს, მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად, სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ გუნდში, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“ - განაცხადა ბახტაძემ
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს, თუმცა როგორც „2020NEWS“ ინფორმირებული პირები ეუბნებიან, ივანიშვილი პრემიერად დაბრუნების ალბათობას საერთოდ არ განიხილავს და შესაბამისად 2020 -ის თვის მზადებას იმ პოზიციიდან განაგრძობს, რომელ პოზიციაზეც ახლა არის.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ახალი პრემიერის პოზიციისთვის „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაჯგუფებებს შორის მწვავე დაპირისპირებაა, ვინაიდან ყველა თავის კანდიდატურას ლობირებს.
ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სკანდალური კახური კლანის სათავეში იდგა, რომელმა კლანმაც ქვეყნის ხარჯზე მილიარდობით ქონება მიითვისა და რის გამოც ის პრემიერობიდან გადააყენეს, ბიძინა ივანიშვილი “მეორედ მოსვლის“ შანსს არ მისცემს. ისევე როგორც გამორისხულია 20 - 21 ივნისის მთავარი შემოქმედის, შსსის მოქმედი მინისტრის გიორგი გახარიას გაპრემიერება. მეტიც როგორც “2020NEWS“ წყაროები ატყობინებს ახალ მინისტრთა კაბინეტში გიორგი გახარია აღარ იქნება.
შეგახსენებთ, დღეს კვლავ გააქტიურდა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თემა, რომელზეც კულუარებში კონსდულტაციები უკვე ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს.
მძიმე სოციალურ პოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის უმძიმესი ტვირთია, სამთავრობო ცვლილებები, უალტენატივო პოლიტიკური აქტია. შესაბამისად ოქტომბრის სამთავრობო კარუსელზე ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი.