ტრამპის თქმით პრეზიდენტობა მას მილიარდობით დოლარის ზარალად უჯდება

ტრამპის თქმით პრეზიდენტობა მას მილიარდობით დოლარის ზარალად უჯდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობა მას მილიარდობით დოლარის ზარალად უჯდება. ამის შესახებ ტრამპმა პენსილვანიაში (აშშ) მდებარე ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ტრამპის განმარტებით, ზარალი განსაკუთრებით გამოიწვია ადვოკატების დაქირავებამ, რათა ის სასამართლოებში სხვადასხვა დავის დროს დაეცვათ.

ტრამპის თქმით, პრეზიდენტობა მას დაახლოებით 3 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე ზარალი დაუჯდა: "მაგრამ ეს მე არ მაღელვებს. ჩემთვის სულ ერთია. თქვენ იცით, რომ თუ მდიდარი ხარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, დიდი საქმის კეთება მსურს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.