,,რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, ტელევიზორს აღარ ვუყურებ”-,,ნაციონალების” პროტესტი(VIDEO)

,,რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, ტელევიზორს აღარ ვუყურებ”-,,ნაციონალების” პროტესტი(VIDEO)

რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, ტელევიზორს აღარ ვუყურებ” – ასე განგვიცხადა გორის რაიონის სოფელ აძვში მცხოვრებმა ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამ სოფელში ყოფილმა მმართველმა პარტიამ სულ 20-მდე ხმა მიიღო. 180 კომლიანი სოფლის მცხოვრებთა დანარჩენ ნაწილს კი ახალი მთავრობის იმედი აქვს.

სოფელი აძვი ოსურ სოფლებს ესაზღვრება. აქ ზამთრის მოახლოების გამო, გათბობის პრობლემას უჩივიან. მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც შეშა მოჰქონდათ, რუსეთის და ოსეთის დეფაქტო მთავრობის კონტროლირების ქვეშაა მოქცეული.

ბუნებრივი აირის მილები სოფლის შესასვლელამდეა მიყვანილი. როგორც სოფელ აძვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გუჯა რჩეულიშვილი ამბობს, ზამთარში პირობითი საზღვრისპირა სოფლების შეშით მომარაგებაზე, ადგილობრივი ხელისუფლებას მუშაობს, თუმცა ჯერ არაფერი დამტკიცებულა.