მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის" გაყიდვის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, მედია არაერთი ბიზნესმენის შესახებ ალაპარაკდა. ტელეკომპანიის სავარაუდო მყიდველების სიაში მოხვდა ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელსაც რუსთავი 2-ის" მყიდველად ასახელებენ გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟაა." ისიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. ცნობილი, რომ რიჟა გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის "ოქროს მოწმე" იყო. უცნობია იყიდის თუ არა "რუსთავი 2-ს" გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა"? ცნობილი ბიზნესმენი ასევე სავარაუდო მყიდველებს შორის დასახელდა, თუმცა თავად რამიშვილმა "კურიერთან" ეს ფაქტი უარყო.