ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილი N50-ში 1900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები და ძველ, დაზიანებულ ასფალტს ახალი საფარი ჩაანაცვლებს. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „გიში“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 67 000 ლარია.