საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა ხოლო სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა ხოლო სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა

აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings-მა“ სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა ხოლო სს ”ნიკორა ტრეიდს” B+ რეიტინგი დაუდასტურა.

სს ”ნიკორასთვის”  BB- რეიტინგი მინიჭებულ იქნა მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, წარმატებული მენეჯმენტის, ეკონომიკურად სტაბილური  და მდგრადი ფინანსური მაჩვენებლების გამო.

სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი 2018 წელს მიენიჭა.  „Scope Ratings“-ის მიერ კომპანიისთვის დადასტურებული რეიტინგი B+ საქართველოს ბაზრისთვის  კომპანიის უმაღლესი შეფასებაა. ეს ხაზს უსვამს და ახასიათებს „ნიკორა ტრეიდს“, როგორც სანდო, ფინანსურად გამჭირვალე, პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერ მსყიდველობით უნარისა და მაღალი მომგებიანობის მქონე რითეილერს.  საქართველოში, კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში „ნიკორა ტრეიდი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა.

სს „ნიკორასთვის“ BB- რეიტინგი და ნიკორა ტრეიდისთვის B+ არა მხოლოდ შეფასებაა, არამედ დაფასება იმ გზის, რომელიც კომპანიებმა წარმატებისა და ფინანსური გამჭირვალობის კუთხით გამოიარეს. https://www.scoperatings.com/#home

დღეს, სს „ნიკორა“ აერთიანებს ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურფუნთუშეულის, სალათების და ღვინის წარმოებებს, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახეობის პროდუქციისა და სასმელების იმპორტს.   სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა სს „ნიკორა ტრეიდი“, რომელიც საქართველოში, ყველაზე მრავალრიცხოვანი „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ ქსელებითაა წარმოდგენილი, აერთიანებს  270 სავაჭრო ობიექტს და 2018 წელს მისი მომსახურებით ისარგებლა 52 მილიონმა ადამიანმა.