2008 წ ნაცხელისუფლება იყო აბსოლიტურად გაკოტრებული , როგორც საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ასევე ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტის არჩევნების მოპარვის შემდეგ სააკაშვილი საკუთარი ხალხის თვალში იყო ერთი ჩვეულებრივი ქურდი რომელმაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ხალხს!
მას ჰაერივით სჭირდებოდა მაშველი რგოლი და ნაცხელისუფლების მოღალატეობრივ ტვინში მოიხარშა და მოსკოვის დერეფნებში დამტკიცდა სამხედრო-პოლიტიკური ავატიურა საქართველოს წინააღმდეგ. რასაც ამაგრებდა მათ მიერ ღიად დეკლარირებული მითი რუსეთის კეთილშობილებაზე,პუტინის სიკეთით სავსე თვალებზე( სააკაშვილი),ყველაფრის სეპარატისტებზე გადაბრალებით და ა.შ. რის გამოც მივიღეთ ომის ესკალაცია საკუთარ ტერიტორიაზე, მიტოვებული და 280 დაღუპული მშვიდობიანი მცხოვრებნი, გადამწვარი და მიწასთან გასწორებული მრავალსაუკუნოვანი ქართული სოფლები, მიტოვებული ჯარი, კურდღელივით გაქცეული , კუშნერის და მთელი მსოფლიოს წინაშე შერცხვენილი, ჩასვრილი მთავარსარდალი და დღენახევარში გამოცხადებული კაპიტულაცია! ყველაფერი წინასწარ გაწერილი და უდიდესი სიზუსტით შესრულებული! საქართველომ მიიღო დანგრეული სამხედრო ინფრასტრუქტურა, მილიარდობით ქონება ჩამოწერეს (ცნობილი თეზაა-ომი ყველაფერს ჩამოწერს! ) ერთ დღეში გამილიონერებული მინისტრები, დახოცილი ქართველები, 10 ათასობით ლტოლვილი და ამოსუნთქული ხელისუფლება. შემდეგ იყო ყველაზე საზიზღარი ხერხებით სიმართლის დამალვა. მათ იცოდნენ რა, რამხელა უპატიებელი დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე, ყველაფერს ტაბუ დაადეს და თვითონ უპირველესი მოღალატეები სხვას აწერდნენ თავიანთ დანაშაულს და სამშობლოს მოღალატეებად აცხადებდნენ.
ის რაც სააკაშვილმა და ნაცხელისუფლებამ ჩაიდინა არის ქვეყნის ღალატი.