„იმედზე“ რომ გაილაშქრეს, კოლინ პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?

„იმედზე“ რომ გაილაშქრეს, კოლინ პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იმედზე" რომ გაილაშქრეს, კარგი, არ გავიხსენებ ტალიავინის კომისიის დასკვნას, არც PACE-ს 2008 წლის #1633 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელსაც ნაცპარლამენტარებმა მოაწერეს ხელი. აი, კოლინ პაუელის (გახსოვთ, სააკაშვილის პირველ ინაუგურაციას რომ დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში) ამ განცხადებაზე თავის დროზე და ახლა არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?

პაუელი: რუსები მოიქცნენ უხეშად და უგუნურად. სრულიად განჭვრეტადი იყო თუ რას მოიმოქმედნენ ისინი. ჯარების მობილიზება მათ მიერ დანახვადი იყო.

და ვფიქრობ, რომ სრულიად უგუნური იყო პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიერ კასრის წაქცევა და ასანთის გაკვრა იმ ოთახში, რომელიც საწვავით იყო სავსე.

ჟურნალისტი ქრისტიან ამანპური: თქვენ ამბობთ, რომ ქართველებმა მოახდინეს პროვოცირება?

პაუელი: დიახ, მათ მოახდინეს. იმას ვგულისხმობ, რომ რეგიონში პროვოცირების უამრავი მიზეზი არსებობდა, მაგრამ იმ ასანთის გაკვრა, რომლითაც შეტაკება დაიწყო, საქართველოს მხრიდან იყო.