კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის

კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის

კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრეზენტაციას გამოეხმაურა, რომელზეც პრემიერმა განაცხადა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება.

„ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.

რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

trampi უძახეთ ეხლა ამას გიჟი.......... ძააან ძააააააააააააან სასწაულია, მაგრამ 100% ვეთანხმები
4 წლის უკან
აბამუჭო ფანჩარი ყ.... შეაკავებს...?..)))
4 წლის უკან