რუსეთმა უკრაინის საკონსულოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინის საკონსულოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოდან თანამშრომელი გაიწვია. მოსკოვის ეს გადაწყვეტილება უკრაინის ნაბიჯს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ლვოვის გენერალურ საკონსულოში რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

„უკრაინის სპეცსამსახურმა ახალი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა ისე, რომ არ წარმოუდგენიათ რამე სახის მტკიცებულება“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, რუსული მხარე იძულებული იყო, კიევის არამეგობრული და უსაფუძვლო ქმედებისთვის პასუხი გაეცა.

უკრაინამ ლვოვში რუსეთის საკონსულოს გენერალური დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გუშინ გამოაცხადა.

უკრაინის სპეცსამსახურის ინფორმაციით, რუსი დიპლომატი საჯარო და პოლიტიკურ ფიგურებზე საიდუმლო ინფორმაციებს აგროვებდა. მის სამიზნეს ასევე წარმოადგენდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სპეციალური და სამართალდამცავი უწყებები, ასევე უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინის დასავლეთ რეგიონში.