რიგითი მოკვდავის წერილი ეკა ბესელიას

რიგითი მოკვდავის წერილი ეკა ბესელიას

ბლოგერი ლევან გობრონიძე  პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელ ეკა ბესელიას მიმართავს.

“რარიგ გაოცებული ვარ ქალბატონო ეკა, ვერც კი წარმოიდგენთ. მოგმართავთ რიგითი მოკვდავი, უკვდავ პოლიტიკოსს (პოლიტიკურად უკვდავებს ვგულისხმობ) აი, სულ რომ ახერხებთ სასურველ მომენტებში, თქვენთვის საჭირო პოზიციების დაჭერას და საჭიროებისამებრ მოქმედებთ. ვერ გეტყვით, რომ მშურს თქვენნაირი ადამიანების, თუმცა უტიფრობასაც აქვს საზღვარი.

ცოტა სასაცილოდ ჩანს თქვენი მხრიდან სიმართლისთვის მებრძოლი ხმალამოღებულის ამპლუაში ყოფნა, როგორც წესი, თქვენისთანა პოლიტიკოსები ხმას მხოლოდ მაშინ იღებენ, როცა ამის საჭიროებაა, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც მხედველობა გივარგათ, არც სმენა და არც დრო გაქვთ პრობლემების დასანახ-მოსასმენად.. ოჰ, ეშმაკმაც დაჰლახვროს..

მოკლედ, რისი თქმა მსურდა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც გმირად და ვერც სიმართლისთვის მებრძოლ დედოფლად ვერ წარმოჩინდებით და დაგვიანებულია თქვენი შეშფოთებ-აღშფოთებები ცალკეულ საკითხებზე, თურმე ახლა გებადებათ კითხვები “რუსთავი2”-ზე, ტვ “პირველზე” და ა.შ… უხერხულია თქვენი მხრიდან, მინიმუმ ისეთი პოლიტიკური გზა უნდა გქონდეთ გავლილი, უკან გამოხედვისას არ წამოგაძახონ, მაშინ სად იყავიო და პასუხი ვერ გასცე, თუმცა პირადად თქვენ პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ, უმალ იტყვით, გუნდის შიგნიდან ვებრძოდი უსამართლობასო (ანუ ამირან გულში ვმღეროდიო). არ გამოვა მაი ამბავი ქალბატონო ეკა, ცოტა განსხვავებულს მიაწექით” – წერს გობრონიძე.