ვისაც არ დაეზარა ოპოზიციური თუ ვითომ ნეიტრალური სპექტრიდან, ყველამ უაპელაციოდ ხელისუფლება დაადანაშაულა “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერშეტევის გამო

ვისაც არ დაეზარა ოპოზიციური თუ ვითომ ნეიტრალური სპექტრიდან, ყველამ უაპელაციოდ ხელისუფლება დაადანაშაულა “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერშეტევის გამო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე tv “პირველი”-ს სერვერზე მომხდარ კიბერთავდასხმას და ამ საკითხზე გამართულ მსჯელობას ეხმიანება.

“დღეს, ვისაც არ დაეზარა ოპოზიციური თუ ვითომ ნეიტრალური სპექტრიდან, ყველამ უაპელაციოდ ხელისუფლება დაადანაშაულა “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერშეტევის გამო.

თუმცა, როგორც „ტვ პირველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნანა აბურჯანიძე აცხადებს, ტელეკომპანიის სერვერზე ჰაკერებმა კრიპტოვირუსი, ასე ვთქვათ, შეუშვეს. „ფაილებს მოჰყვება წარწერა, თუ გარკვეული ოდენობის კრიპტოვალუტას გადაიხდი, სანაცვლოდ ფაილები აღდგება. დაახლოებით ამდაგვარი შინაარსის დაშიფვრა აქვს“, – ამბობს აბურჯანიძე და დასძენს, რომ კიბერშეტევის შემდეგ კავშირზე არავინ გასულა.

ცხადია, ოპოზიციურ ე.წ. მეინსტრიმულ ნარატივში [მძაგს ბარბარიზმები, თუმცა მათ გასაგონად ვწერ] არავინ ახსენა [შეიძლება გამომრჩა] თუ რა არის კრიპტო-გამომძალველი ვირუსი სახელად WannaCry, რომელიც 2017 წლიდან ტალღისებურად ვრცელდება მსოფლიოში და დააზარალა 150-მდე ქვეყანა. ამ კიბერბოროტების სათავედ მიჩნეულია ჩრდილოეთ კორეა…

ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა გამოძიებაზეა. თუმცა, გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ ყველაფერში ხელისუფლების “ბოროტი ხელის” დანახვა და საზოგადოებისათვის ამის წარმოჩენის მცდელობა კი სხვა რამეზე უფრო მეტყველებს….  არც ჩემი მოსაზრებაა უაპელაციო.”- წერს გია აბაშიძე.

სოციალისტი ეს ე.წ. კიბერშეტევა თითონ ტვ პირვეის მეპატრონეების და ხელმძღვანელების გაკეთებულს ძალიან ჰგავს. ყველაზე მეტად მათ წაადგათ ეს ყველაფერი. ისე რა ვიცი, გუშინ მთელი დღე მაუწყებლობდნენ, ვერაფერი ხელის შეშლა ვერ შევატყვე... როგორც ყოველთვის მთელი დღე მოთქვამდნენ?! რაც ამ არხმა მაუწყებლობა დაიწყო ერთი პოზიტიური ინფორმაცია არ გაჟღერებულა, სულ სიცრუე და ნეგატივი, ნეგატივი გამოგონილი და რეალური მოედინება მათგან!
4 წლის უკან