"ეს პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ივანიშვილია"

"რუსთავი 2"ის დამფუძნებელი დავით დვალი ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გაყიდვას ეხმაურება.

მისი თქმით, გაყიდვის პროცესი ჩვეულებრივი სპექტაკლია, რომლის რეჟისორი ივანიშვილია და რომელმაც უკვე იცის ვინ შეიძენს რუსთავი 2ს-ს.

"ჩემთვის მოულოდნელი იყო ვადები, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩქარობს და მოელის ჩვენგან და ია კიწმარიშილისგან რაღაც ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება ეს პროცესები შეაფერხო. ზუსტად ამის გამო, ჯერ ერთი სრულიად დაუგეგმავად, ადრე მოხდა და ის ვადა რაღაც ერთკვირიანი გამოცხადდდა. ეს ერთკვირიანი ე.წ გამჭირვალე პროცესი არ არის და ჩვეულებრივი სპექტაკლია. მე მინდა გავაფრთხილო ის პოტენციური მფლობელი, რომელიც არის გამოჩნდება არენაზე, რომ ვერანაირად ვერ გამოვა ის ამბავი, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი შემძენი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიებაში და გამოძიებამ, მთავარმა პროკურატურამ ჩვენ გვცნო დაზარალებულებლად, ეს უკვე ნიშნავს იმას,რომ არ აქვს ბრალი წაყენებული ვინმეს მაგრამ, გამოიკვეთა დანაშაული ჩვენს მიმართ, რაც ნიშნავს წართმეული იყო ეს ტელევიზია. მაინც შეიძენს მაგრამ, სტატუსი არ ექნება კეთილსინდისიერი შემძენის. ამ სპექტაკლის რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი, ჯერჯერობით სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება მყიდველი მაგრამ, ივანიშვილმა იცის და ის ქიენბა მისი ნდობით აღჭურვილი პირი" - აღნიშნა დავით დვალმა.

 

 

თამაზი ყ-ე რომ არ აუდგეთ ცოლთან ვფრაფერი გააწყონ, ამააც ივანიშვილს დააბრალებენ
4 წლის უკან