რატომ ტოვებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სპორტული ფედერაციების პრეზიდენტების ადგილებს ვადაზე ადრე. პირველი არჩილ გეგენავა იყო, დღეს კი კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან პეტრე ცისკარიშვილი გადადგა. დეპუტატს ამ თემაზე საუბარი არ სურს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრი კი სპორტულ ფედერაციებში პარტიული ნიშნით არჩევა-დანიშვნას ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, გადამდგართა რიგში ცისკარიშვილი მეორეა, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელად კიდევ შვიდი ნაციონალი რჩება.