სიდნეის ცენტრში დანით შეიარაღებული კაცი ქალს დაესხა თავს

სიდნეის ცენტრში დანით შეიარაღებული კაცი ქალს დაესხა თავს

სიდნეის ცენტრში დანით შეიარაღებული კაცი ქალს დაესხა თავს. BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქუჩაში თავად მოქალაქეებმა დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელის მცდელობა, „ჩაედინა მრავალი სახის დანაშაული“, წარუმატებელი აღმოჩნდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველების თქმით, საფრთხე აღკვეთილია, თავდასხმის მოტივი კი უცნობი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხით სავსე ტერიტორიაზე მოხდა.