პატრიარქის მილოცვა(VIDEO)

პატრიარქის მილოცვა(VIDEO)

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს. მისმა უწმინდესობამ „ქართული ოცნების" ლიდერს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა. საპატრიარქოს ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. მართალია, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა. თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო; და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულვებელყოფით გაკეთებული არჩევანი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი; სადაც სამართლიანობის კეთილგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო აშენდება", - აღნიშნულია საპატრიარქოს ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.