ზელენსკის ბრძანებით, პოლიტიკურად დევნილ რუსებს უკრაინის მოქალაქეობას მისცემენ

ზელენსკის ბრძანებით, პოლიტიკურად დევნილ რუსებს უკრაინის მოქალაქეობას მისცემენ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც იმ პირთა სიას აფართოებს, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვთ.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანას რუსეთის ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლებსაც პოლიტიკური მოტივებით დევნიან.

ივლისში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება.