„კუს ტბა კალას" ყოფილი მფლობელის ჩამორთმეული ავტომობილი ერთერთი კერძო კომპანიის საკუთრებაშია. ფირმა, რომელიც კლიენტებს ძველი ავტომობილის სანაცვლოდ ახალს სთავაზობს, ხარძიანების ყოფილ მანქანას 53 ათას დოლარად ყიდის. ბესიკ ხარძიანი ამჟამად ნარკოტიკების შენახვისათის 8 წლიან სასჯელს იხდის. შსს-ს ცნობით ნარკოტიკული ნივთიერებები სწორედ ამ ავტომობილში აღმოაჩინეს. მანქანის კონფისკაციაც სწორედ ამ მოტივით მოხდა. თუმცა, როგორ აღმოჩნა ძვირადღირებულიო ავტომანქანა კერძო კომპანიის საკუთრებაში - უცნობია. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც თავად შსს-მ ხარძიანის ოჯახის წევრებზე გასცა, სამინისტროს შემდეგ ავტომანქანის მფლობელად კერძო კომპანია ფიგურირებს. ხარძიანების ადვოკატი აცხადებს, რომ მანქანის გასხვისება კანონის დარღვევით მოხდა. შეგახსენებთ, ბესო ხარძიანი 2011 წელს დააკავეს. მისი საქმე ერთერთი გახმაურებული საქმეა, რომელშიც გია უდესიანი ფიგურირებს. უდესიანი ხარძიანის ბიზნეს პარტნიორი იყო და „კუს ტბა კალაში" წილსაც ფლობდა. ოჯახი ხარძიანის დაპატიმრებას სწორედ გია უდესიანს და ხარძიანების ბიზნესის გადანაწილებას უკავშირებენ.