უკვე ცნობილია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ვინაობა. ამ ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ქეთი ციხელაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ დღეს პაატა ზაქარეიშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განაცხადა. სახელმწიფო მინისტრი სტუდენტებს შეხვდა და კონფლიქტების საკითხი განიხილა. ზაქარეიშვილი მინისტრის რანგში სტუდენტებს დღეს პირველად შეხვდა.