პროტესტი სასამართლოში (video)

პროტესტი სასამართლოში (video)

საქალაქო სასამართლოს მანდატურები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. როგორც მანდატურები ყვებიან, მათზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ამ დრომდე ხორციელდება. მანდატურების თქმით, მათ „ქართული ოცნების" აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საქალაქო სასამართლოს მანდატურების ასევე აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელობამ მათ 27 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დასწრება სთხოვა. ის პირები კი, რომლებიც აქციას არ დაესწრნენ არჩევნების დღეს დილის შვიდ საათზე დაიბარეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მანდატურებმა უკვე დაწერეს განცხადება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე. ისინისასამართლოს მენეჯერის, ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.