ირაკლი ალასანიას პირველი სამუშაო დღე თავდაცვის მინისტრის რანგში და პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან. მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის სფეროს დეპოლიტიზება, მიზანი - თითოეული ჯარისკაცის უფლებების დაცვა და ქართული არმიის ბრძოლისუნარიან სტრუქტურად ჩამოყალიბებაა. გარდა ამისა, გამჭვირვალობის მიზნით, თავდაცვის უწყებაზე გაძლიერდება სამოქალაქო, ასევე მედიაკონტროლი და დაწესდება ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა. და კიდევ ერთი დეტალი - უწყებაში დიდი საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არაა. თემაზე გიორგი მანჯავიძე მუშაობს, ის ახლა პირდაპირ ეტერში გვიერთდება.