იდეალური კერძი - მზადდება სწრაფად და გამოდის უგემრიელესი

იდეალური კერძი - მზადდება სწრაფად და გამოდის უგემრიელესი

ინგრედიენტები

მზა ფენოვანი ცომი - 500 გ

ყველი - 300 გ

კვერცხი - 4 ცალი

გამდნარი კარაქი - 150 გ

შიგთავსი:

არაჟანი - 200 გ (15 % - იანი)

კვერცხი - 2 ცალი

მომზადების წესები

გაალღვეთ ფენოვანი ცომი ოთახის ტემპერატურაზე, დაჭერით რამდენიმე ნაწილად და გააბრტყელეთ.

აურიეთ გახეხილი ყველი და კვერცხი, მოათავსეთ ფენებზე ,გადაუსვით  გამდნარი კარაქი და გადაახვიეთ.

მოათავსეთ რულეტი გამოსაცხობ ფორმაზე და კვლავ გადაუსვით ცხიმი.

ზემოდან გადაუსვით კვერცხისა და არაჟნის მასა და შედგით ღუმელში.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30-35 წუთის განმავლობაში.